14/01/2025
16:37
მსოფლიო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიწვევით 17 იანვარს გაზის ტრანზიტის განსახილველად კიევში არ გაემგზავრება. ამის შესახებ რუსულ სააგენტო TASS-ს სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ტიბორ გასპარმა განუცხადა.
„გუშინ პრემიერ-მინისტრმა ფიცომ ზელენსკის მისამართით ღია წერილი გამოაქვეყნა და ის მოლაპარაკებებზე მიიწვია. საპასუხოდ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სლოვაკეთის პრემიერი პარასკევს კიევში უნდა ჩავიდეს. ეს შეუძლებელია. ვფიქრობ, ეს არ მოხდება“, - განაცხადა მან.
მანამდე ფიცომ ზელენსკის სლოვაკეთის ტერიტორიაზე, უკრაინასთან სლოვაკეთის სახელმწიფო საზღვართან, შეხვედრა შესთავაზა. მისი თქმით, „შეხვედრა უკრაინის ტერიტორიის გავლით სლოვაკეთისა და სხვა ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საკითხების ღია განხილვისთვის კარგ პირობებს შექმნის“. სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევის საპასუხოდ, ზელენსკიმ მას შესთავაზა, თავად ჩასულიყო კიევში.
ინფორმაციისთვის, 1-ელი იანვრიდან კიევმა ევროპაში რუსული გაზის უკრაინის გავლით ტრანზიტი შეწყვიტა.
0
0