16/11/2021
22:30
სხვადასხვა
"დღეს ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე გვაჩვენებდნენ და დეტალურად გვიხსნიდნენ, როგორი აწყობილი სამედიცინო სამსახური აქვს პენიტენციურ სისტემას, მათ შორის თითქოს გამართული ლაბორატორია. ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო, ამაზეა ნათქვამი - თუ მართლა ასეთი გამართული ლაბორატორია აქვს, მაშინ, მაგალითად, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფი პაციენტების სისხლის ნიმუშების ტრანსპორტირება რატომ ხდება სხვა კლინიკების ლაბორატორიებში (მათ შორის ისეთი საბაზისო, სრულიად ელემენტარული კვლევების, როგორიცაა სისხლის საერთო ანალიზი, ღვიძლის ფუნქციები, კრეატინინი და ა.შ.). ეს საჯარო ინფორმაციაა და პენიტენციური სისტემა ლაბორატორიული სერვისების შესყიდვას ოფიციალურად ახდენს. თუ ამ ანალიზების ადგილზე გაკეთების რესურსი მართლაც არსებობს (როგორც ეს დღეს ტელევიზიით გვაჩვენეს), მაშინ რატომ ხდება ამ სერვისების შესყიდვა? რა საჭირო იყო ეს სატელევიზიო შოუ?"
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა ვიდეო იმის შესახებ, რომ №18 სამკურნალო დაწესებულებაში არსებობს ყველა საჭირო რესურსი და სათანადო ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის სათანადო მეთვალყურეობა და მკურნალობა ჩაუტარდეს.
0
0