24/05/2023
20:46
სამართალი
“ცოცხალი აღარ დაბრუნდები” – ამ სიტყვებით 13 წლის მოზარდს საკუთარი მამა და ბიძა ემუქრებოდნენ, თუმცა ფსიქოლოგიური ძალადობის და მუქარის გარდა არასრულწლოვანი გოგონა ამტკიცებს, რომ ოჯახის წევრების მხრიდან ის სასტიკი ფიზიკური ძალადობის სამიზნეც გახდა.
პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში სკოლის მოსწავლე დეტალურად ჰყვება როგორ ძალადობდნენ მასზე ჯგუფურად რამდენსამე საათის განმავლობაში მამა და ბიძა ორივე პირი ახლა დაკავებულია, ისინი ბრალის წარდგენას ელოდებიან.
“პირველებმა” მოიპოვა ჩანაწერიც, სადაც 13 წლის არასრულწლოვანი მეგობარს ძალადობის შესახებ უყვება:
“ყველანაირად ცდილობენ, რომ დამემუქრონ. იმასაც მეუბნებიან, თუ დედაშენთან წასვლას მოინდომებ, გადაღმა გადაგიშვებთ, ვიტყვით, დედამისთან წავიდა და ცოცხალი აღარ დაბრუნდები. მამაჩემი გადაირია, როცა გაიგო, რომ შეყვარებული მყავდა. ფეხი ჩამარტყა ნეკნებთან. ცალკე ბიჭებს დაემუქრა. ბიძაჩემმა თვალში ტელეფონი მომარტყა.
0
0