
,,აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყანაში, საქართველოში, ლიბერალური/გლობალისტური ოპოზიციის პროტესტის ფონზე და აშშ-ში ჯო ბაიდენის რეჟიმის მხრიდან უწყვეტი ზეწოლის პირობებში, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა,“ - წერს The Gateway Pundit-ი.
პარლამენტის შენობაში მიმდინარე საარჩევნო პროცესში მონაწილეობას ამომრჩეველთა კოლეგია იღებდა, რომელიც პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება. ახალი პრეზიდენტის არჩევით, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდირება მოახდინა. ამომრჩევლებმა მხარი დაუჭირეს მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც დასავლეთის მკაცრი კრიტიკოსია.
ყაველაშვილმა საფრანგეთში დაბადებული "პროდასავლური" გლობალისტი [ამჟამად მოქმედი] პრეზიდენტი უნდა ჩაანაცვლოს.
„მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ მოულოდნელად შეაფერხა გრძელვადიანი ეროვნული მიზანი, რომელიც ჩაწერილია ქვეყნის კონსტიტუციაში და გამოიწვია ფართო აღშფოთება საქართველოში - ქვეყანაში, სადაც, გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.
ყაველაშვილი, ყოფილი პროფესიონალი ფეხბურთელი, მკვეთრად ანტიდასავლური, ხშირად კონსპირაციული შეხედულებებით გამოირჩევა. 2024 წლის საჯარო გამოსვლებში მან არაერთხელ განაცხადა, რომ დასავლური სადაზვერვო სააგენტოები ცდილობენ საქართველო რუსეთთან ომში ,,ჩაითრიონ“.
დასავლეთის მიერ კონტროლირებულმა ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელშიც ,,ქართულმა ოცნებამ“ ხმების თითქმის 54% მოიპოვა.
„გასულ თვეში, ყაველაშვილი საპრეზიდენტო პოსტზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, წარადგინა. მიჩნეულია, რომ ივანიშვილი ქვეყნის მამოძრავებელი ლიდერია და ის მეზობელ რუსეთთან კავშირებს აღრმავებს, რაც ბევრ ქართველს არ მოსწონს. ყაველაშვილმა ასევე სახელი გაითქვა, როგორც "ქართული ოცნების" ანტიდასავლური ჯგუფის, ,,ხალხის ძალის“ ლიდერმა. ის თანაავტორია „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონისა, რომელიც მიმართულია გლობალისტური არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ.
,,მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ კრიტიკოსი, პროევროპული მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიური საპროტესტო მოძრაობის ლიდერი გახდა. მისი განცხადებით, ვადის ამოწურვის შემდეგ, ის პრეზიდენტის პოსტზე კვლავ დარჩება. ოქტომბრის არჩევნების სავარაუდო გაყალბების გამო, ზურაბიშვილი პარლამენტს არალეგიტიმურად მიიჩნევს.
ყაველიშვილის პრეზიდენტად არჩევამდე ცოტა ხნით ადრე, X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ზურაბიშვილმა თქვა: ,,დღეს ,,პარლამენტი“ ,,ერთადერთ კანდიდატს ირჩევს“, რაც დემოკრატიის დაცინვაა!“
0
0