17/09/2021
12:37
საზოგადოება
“ფეისბუქი” წესებს ამკაცრებს – ჯგუფებს, რომლებიც ფორსირებულად მოქმედებენ კონკრეტული პროფილების დასაბლოკად ცრუ ბრალდებებით, საერთოდ წაშლის. ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
“დავბლოკავთ და „ავაორთქლებთ” იმ მომხმარებელთა ჯგუფებს, რომლებიც კოორდინირებულად მოქმედებენ და ცალკეულ ფეისბუქ-მომხმარებლების პროფილების დაბლოკვის მიზნით, მათ მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ” – წერს “როიტერი”.
Facebook-მა მიზნად დაისახა გააუქმოს სოციალური ცხოვრებისთვის საზიანო რეალური ანგარიშები, იგივე ტაქტიკით, რასაც ყალბი ანგარიშების წინააღმდეგ იყენებს.
Facebook იწყებს აგრესიული პოლიტიკის გატარებას სახიფათო ანგარიშების წინააღმდეგ, რომლებიც კოორდინირებულად ერთვებიან სხვადასხვა მავნებლურ აქტივობებში მის (FB-ს) პლატფორმაზე. მათთან საბრძოლველად კი, ყალბი ექაუნთების აღმოსაფხვრელად შექმნილ ანტი-ტერორ სტარტეგიის გამოყენებას დაიწყებს.
ახალი მიდგომა ითვალისწინებს, ფეისბუქის უსაფრთხების გუნდის ახალ სტრატეგიას, აღკვეთონ ისეთი ქმედებები და პირები, რომელებიც ყალბი ანგარიშების გამოყენებით ერთვებიან და მანუპულირებენ საჯარო დებატებზე, ასეთ ანგარიშების მაგალითად “როიტერს” რუსული ტროლ ექაუნთები მოჰყავს.
Facebook-ის განმარტებით, ახალი მიდგომა შეეხება ყველა იმ რეალური მომხმარებლების ჯგუფს, რომელიც კოორდინირებულად მოქმედებენ და სისტემატიურად არღვევენ წესებ -, მასიურად და განზრახ არეპორტებენ კონკრეტული ადამიანის პროფილს ან პოსტს მისი გაუქმების მიზნით, ან იყენებენ ტაქტიკას “brigading”, რომლის დროსაც ერთი კონკრეტული ინდივიდი ხდება მათი ონლაინ ძალადობის მსხვერპლი, ფოტოს ან პოსტის კომენტარებში მისი ბულინგით.
Facebook-მა დაანონსა, რომ ერთ-ერთი პირველი ასეთი ჯგუფი, რომლის წინააღმდეგ ახალი მიდგომის გამოყენებას აპირებს არის გერმანული ანტი-კოვიდ შეზღუდვების მოძრაობა „Querdenken“
ასეთი მიდგომა საშუალებას მისცემს facebook-ის საფრთხოების გუნდს გამოავლინოს ასეთი სახის ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფები და მიიღოს უფრო ეფეტური ზომები ვიდრე პოსტის წაშლა ამ გაფრთხილებაა.
0
0