
„ევროპის კოლეჯთან“ დაკავშირებული კორუფციის საქმის გამო, ევროკავშირი შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდ კრიზისში აღმოჩნდეს. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
„პოლიტიკოს“ თანახმად, ადამიანებმა, რომლებსაც არ მოსოწონთ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, შესაძლოა, ეს სკანდალი მის წინააღმდეგ გამოიყენონ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ფონ დერ ლაიენთან მიმართებით უკვე არსებობს კითხვები გამჭვირვალობასთან დაკავშირებით და ახლა მან უნდა იპოვოს გზა, რათა მომხდარ სკანდალს თავი აარიდოს.
“როგორც ჩანს, ეს ამბავი ფონ დერ ლაიენსა და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს შორის ურთიერთობას უფრო გაამწვავებს“, – წერს პოლიტიკო წყაროებზე დაყრდნობით.
ცნობისთვის, ბელგიის პოლიციამ კორუფციის საქმეზე სამი პირი დააკავა, რომელთა შორის პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის ყოფილი უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროკომისიის მაღალჩინოსანი, სტეფანო სანინო არიან.
ევროკავშირის საზოგადოებრივი პროკურატურის ოფისის განცხადებით, საქმე ეხება ბრიუგეს ახალგაზრდა დიპლომატთა აკადემიის დაფინანსებას 2021-2022 წლებში. აკადემიის რექტორი კი ფედერიკა მოგერინია.
0
0