10/08/2023
09:30
მსოფლიო
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) სპეცაგენტებმა იუტაში მცხოვრები მამაკაცის ლიკვიდაცია განახორციელეს, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს სოციალური ქსელის საშუალებით ემუქრებოდა.
აშშ-ის პრეზიდენტი იუტაში FBI-ს თანამშრომლების მიერ განხორციელებული სპეცოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათში უნდა ჩასულიყო.
სავარაუდოდ, ეჭვმიტანილი პირი კრეიგ რობერტსონი ემუქრებოდა საჯარო პირებს, მათ შორის ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტს კამალა ჰარისს და მანჰეტენის ოლქის პროკურორს ელვინ ბრაგს.
კრეიგ რობერტსონმა ჯო ბაიდენის მიმართ მუქარის შემცველი პოსტი პრეზიდენტის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. ის წერდა, რომ „მიწიდან თავისი მასხალათის ამოთხრასა და m24 სნაიპერული შაშხანის გაწმენდას აპირებდა.“
გამოძიების მიხედვით, რობერტსონი ასევე აქვეყნებდა მუქარებს აშშ-ის გენერალური პროკურორის მერიკ გარლანდისა და ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის მიმართ, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.
"დროა [აშშ-ის] პრეზიდენტისა და კიდევ ორი პირის მკვლელობისთვის. ჯერ ჯო, შემდეგ კამალა!!!" წერს რობერტსონი 2022 წლის სექტემბერს „ფეისბუქის პოსტში“. ერთ-ერთ ჩანაწერში რობერტსონი საკუთარ თავს "MAGA Trumper"-ად მოიხსენიებს.
0
0