01/11/2023
12:11
მსოფლიო
ამერიკელებზე, განსაკუთრებით ებრაელებზე თავდასხმების საფრთხემ მიაღწია "ისტორიულ დონეებს". ამის შესახებ FBI-ს დირექტორმა კრისტოფერ რეიმ სენატის შიდა უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჰამასის შეტევამ ისრაელზე და 1,400 ისრაელელის მკვლელობამ შეიძლება გამოიწვიოს ტერორისტული თავდასხმები, როგორც ეს მოხდა რამდენიმე წლის წინ მას შემდეგ, რაც ისლამურმა სახელმწიფომ ე.წ. ხალიფატი გამოაცხადა.
რეის თქმით, ამერიკის სადაზვერვო სააგენტოებს ჯერ არ აქვთ ინფორმაცია უცხოური ტერორისტული ჯგუფების კონკრეტული საფრთხის შესახებ, მაგრამ ISIS, ალ-ქაიდამ და ჰეზბოლამ მოითხოვეს თავდასხმები ამერიკელებზე, მათ შორის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე.
ალ-ქაიდას მუქარა და მოწოდება იყო "ყველაზე სპეციფიკური სახის", - განაცხადა კრისტოფერ რეიმ.
მისი თქმით, ადგილობრივ ექსტრემისტებს, შესაძლოა, ყველაზე დიდი საფრთხე შეუქმნან ამ მომენტში.
19 ოქტომბერს, 20 წლის პალესტინელი ლტოლვილი დააკავეს ჰიუსტონში და დაადანაშაულეს პოტენციური ტერაქტის მომზადებაში.
„ეს არის შემაშფოთებელი დრო. თუმცა, ეს არ არის პანიკის დრო, ეს არის სიფხიზლის მიზეზი“ - აღნიშნა FBI-ს დირექტორმა.
0
0
ყველა წარმატება თავის მპტყუებაა- ლაშა ბუღაძე
17/11/2024
ახალსოფელში ქმარმა ცოლის დაწვა სცადა
17/11/2024