13/07/2023
22:41
მსოფლიო
თეთრი სახლის ფოიეში ნაპოვნ ჩანთაზე, რომელშიც კოკაინი იყო მოთავსებული, FBI-ის მიერ ჩატარებული სამუშაოებით და ექსპერტიზით, არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები ან დნმ-ის კვალი. ასევე ტერიტორიის სათვალთვალო კადრებმა ვერ გამოავლინა ეჭვმიტანილი. საიდუმლო სამსახურის გამოძიების შეჯამება მიიღო Associated Press-მა, სადაც წერია, რომ არ არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ შეიტანა ნარკოტიკი შენობაში.
„ფიზიკური მტკიცებულებების გარეშე გამოძიება ვერ შეძლებს დაინტერესებული პირის გამოყოფას ასობით პიროვნებიდან, რომლებმაც გაიარეს ვესტიბიული, სადაც კოკაინი აღმოაჩინეს“, - აცხადებენ საიდუმლო სამსახურის წარმომადგენლები რეზიუმეში.
ცნობისთვის, 4 ივლისს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ოფიციალური პირების განცხადებით, 2 ივლისს, თეთრ სახლში კოკაინი იპოვეს. საიდუმლო სამსახურის აგენტები კვირას რუტინულ ტურებს ატარებდნენ, როდესაც აღმოაჩინეს საეჭვო თეთრი შეფერილობის ფხვნილი, თეთრ სახლში ტურისტული ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომ მხარეში. ცნობილია, რომ იმ დროს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სასახლეში არ იმყოფებოდა.
0
0