17/03/2023
23:21
სპორტი
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "მილანს" შეხვდება - 12 აპრილს სტუმრად და 18 აპრილს სახლში, იქამდე კი 2 აპრილს იტალიის ჩემპიონატზე უმასპინძლებს.
მომავალი დაპირისპირებების შესახებ კომენტარი ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:
"მერვედფინალში "აინტრახტს" ვძლიეთ. გამარჯვებამ სიხარული მოგვანიჭა, რადგან ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ.
ვინ არის ახლა ფავორიტი? იტალიურ გუნდებთან შეხვედრა არ მსურდა. მხოლოდ არაკომპეტენტური ადამიანები ამბობენ, რომ წილისყრისას გაგვიმართლა. ეს ტურნირი "მილანზე" მეტჯერ მხოლოდ "რეალმა" მოიგო. ისტორია ყველაფერზე მეტყველებს. საერთაშორისო არენაზე გამოცდილებას ძირითადი მნიშვნელობა აქვს. ამ მხრივ "მილანი" ფავორიტია. მათ ძლიერი "ტოტენჰემი" გამოაგდეს.
ვინ თქვა, რომ ადვილი შეხვედრები გველის? შეფასებებში თავშეკავებული უნდა იყო. ამით შედეგს ვერ მიაღწევ. "მილანი" მუდვიმად პროგრესირებს, რთული პერიოდი უკან მოიტოვა და თავისი თამაში იპოვნა. მათთან მოკლე პერიოდში სამი შეხვედრის ჩატარება მოგვიწევს და ის გაიმარჯვებს, რომელიც უკეთეს ფორმაში იქნება. "მილანი" ძალიან ძლიერი მეტოქეა".
0
0