
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 2 000 ლარი, ხოლო ამ ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებს 1 000 ლარი ჩაერიცხათ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა, „ომის ვეტერანთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში, შესაბამისი თანხა თბილისში რეგისტრირებულ 52 პირს ჩაურიცხა. კერძოდ, 2 000 ლარი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე 26-მა ვეტერანმა, ხოლო 1 000 ლარი ამ ომში დაღუპულთა ოჯახის 26-მა წევრმა მიიღო (ქვრივი, შრომისუუნარო წევრი).
თბილისის მერიამ ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის მიერ მოწოდებული ბაზით იხელმძღვანელა და თანხა ბენეფიციართა პირად საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხა.
9 მაისთან დაკავშირებით, 2024 წელს თანხა 70 პირს ჩაერიცხა, მათგან, 37 მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იყო.
0
0