12/12/2022
20:32
პოლიტიკა
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს სამხრეთ კავკასიაში შექმნილი ვითარების განხილვის იდეას ერევანს, თბილისსა და ბაქოს შორის, რათა აღმოიფხვრას მტრული რიტორიკა.
„იყო იდეა და, ვფიქრობ, შენარჩუნდა, რომ სამხრეთ კავკასიაში, რაღაც ფორმატში, დისკუსიები დაწყებულიყო სომხეთს, საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. ეს არ არის ახალი იდეა…
მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი მას, მაგრამ მე შევთავაზე ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ფორმულა: ეს პლატფორმა, პირველ რიგში, უნდა იქნას გამოყენებული მტრობის რიტორიკის აღმოსაფხვრელად“ - განაცხადა ფაშინიანმა გლობალურ ფორუმზე „გენოციდის დანაშაულის წინააღმდეგ“, რომელიც ერევანში დაიწყო.
მისი აზრით, სახელმწიფოს მეთაურებმა უნდა გააკეთონ ოფიციალური განცხადება თანამშრომლობაზე თანხმობის შესახებ, რათა გამოირიცხოს მტრული რიტორიკა.
0
0