ფაშინიანმა ღარიბაშვილს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
04/08/2023
19:38
პოლიტიკა
A-
+A
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს რაჭაში სტიქიური უბედურების გამო სამძიმარი გამოუცხადა. ინფორმაციას „არმენრპოესი“ ავრცელებს.
„ღრმად ვარ შეძრული იმ სტიქიური უბედურებით, რასაც რაჭის რეგიონში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა. სომეხი ხალხის და სომხეთის მთავრობის სახელით, ასევე, პირადად ჩემგან გამოვხატავ სამძიმარს და მხარდაჭერას თქვენი და მოძმე ქართველი ხალხის მიმართ. დაღუპულთა ნათესავებს სიმტკიცეს და დაშავებულებს უსწრაფეს გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. ამ მძიმე მომენტში ჩვენ ვიზიარებთ მოძმე ქართველი ერის ამ მწუხარებას“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.
ცნობისთვის, რაჭაში, შოვის კურორტზე 3 აგვისტოს ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით 11-მდე გაიზარდა.
0
0
274
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%