08/01/2025
13:44
მსოფლიო
აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ზოგიერთი განცხადება სიტუაციის ესკალაციისკენ არის მიმართული. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „არმენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„აგრესიული განცხადებები კეთდება იმ იმედით, რომ ერევნიდან აგრესიულ რეაქციას მოისმენს, რაც ბაქოს საშუალებას მისცემს გახადოს საკუთარი განცხადებები უფრო აგრესიული, ამას აკავშირებს სომხეთის არმიის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან, რათა რეგიონში ახალი ესკალაციის "გამართლების" ფორმირება განახორციელოს, - განაცხადა სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა.
ფაშინიანმა დასძინა, რომ სომხეთი მსგავს გზას არ გაუყვება. მისი თქმით, ერევანი აპირებს დაიცვას მშვიდობიანი სტრატეგია, თანმიმდევრულად განახორციელოს სამშვიდობო დღის წესრიგი.
0
0