
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ დოკუმენტებში, რომლებზეც შეთანხმება მიღწეულია, არ არსებობს ისეთი ტერმინები, როგორიცაა „ზანგეზურის დერეფანი“.
„ჩვენ გვაქვს ხელმოწერილი და პარაფირებული დოკუმენტები და როდესაც ისმის ისეთი გამონათქვამები, რომლებიც ამ დოკუმენტებში არ არის, მაგალითად, „ზანგეზურის დერეფანი“, ჩვენ გვიჩნდება კითხვა: საიდან გაჩნდა ეს გამოთქმა?“ - განაცხადა ფაშინიანმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „არაფერი მსგავსი არ არის“ და აღნიშნა, რომ საჭიროა დაზუსტდეს, რაზეა საუბარი.
„თუ აზერბაიჯანში, მაგალითად, ასე უწოდებენ გზას გორადიზ-ზანგელანი, მაშინ ჩვენ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, ეს გვაღელვებს თუ არა? სომხეთის შემთხვევაში, სახელწოდებების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სომხეთი, ხოლო აზერბაიჯანის შემთხვევაში - აზერბაიჯანი. ეს დაფიქსირებულია ამ დოკუმენტშიც, რადგან ჩვენ ვაღიარეთ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ხელშეუხებლობა“, - განმარტა მან.
ფაშინიანის თქმით, აღნიშნული გამოთქმა „აშკარად ანერვიულებს“ სომხურ საზოგადოებას, რის გამოც ჩნდება კითხვა, „რატომ გამოიყენება ეს გამოთქმა, იმისთვის, რომ ნერვები მოუშალონ ადამიანებს?“
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სომხეთის ტერიტორიის სხვაგვარი განსაზღვრება არ შეიძლება იყოს, და ის, რაც მე ვთქვი, ლეგიტიმურია“.
0
0