
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მზადაა გადადგეს, თუ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების დაძლევას, მაგრამ მიიჩნევს, რომ მისი გადადგომა სრულიად საპირისპიროს გამოიწვევს.
„სომხეთი გამოწვევების წინაშე იდგა და დგას... თუ ვიცი, რომ ჩემი გადადგომით და წასვლით ყველა გამოწვევა გადაიჭრება, ამას ერთ წამში გავაკეთებ, რადგან მე თქვენსავით სკამზე არ ვარ მიჯაჭვული“ - განაცხადა ფაშინიანმა პარლამენტში სამთავრობო საათზე, ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შეკითხვას საპასუხოდ.
„მაგრამ ჩემს მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ამ შემთხვევაში (გადადგომა - რედ.) ზუსტად საპირისპირო მოხდება და ეს არის მიზეზი იმისა, რომ ეს არ ხდება“ ,- განაცხადა ფაშინიანმა. მან გაიხსენა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ თანამდებობა ორჯერ დატოვა და ორჯერ ხელახლა აირჩიეს.
0
0