16/02/2023
13:16
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებში გარკვეული პროგრესის შესახებ განაცხადა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ფაშინიანმა თქვა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტზე ისეთი დოკუმენტის მისაღებად, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაფორმდეს.
მისი თქმით, სომხურ მხარეს ესმის, რომ ეს მისაღები უნდა იყოს აზერბაიჯანისთვისაც.
„ვიმედოვნებთ, რომ შესაძლებელი იქნება მოლაპარაკებების სამი ეტაპის უკვე არსებული გარკვეული პროგრესის განვითარება. ჩვენი ხედვა ასეთია - დოკუმენტი უნდა შეიცავდეს შეთანხმებების ისეთ ლოგიკას, რომელიც გამორიცხავს ნებისმიერ სცენარს. გრძელვადიანი და სტაბილური მშვიდობის დარღვევას“ - განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.
მან დასძინა, რომ მთავრობა და პირადად მზადაა, აიღოს პასუხისმგებლობა დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიან და სტაბილურ მშვიდობას.
0
0