23/04/2024
11:39
მსოფლიო
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ომის დაწყებას მთიანი ყარაბაღის გამო.
სომხეთის მთავრობის მეთაურის განცხადებას News.am ავრცელებს.
მისი თქმით, სომხეთში „არ არსებობს ამბიციები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს მიღმა“.
„ვიმედოვნებთ, რომ დემარკაციის პროცესში სომხეთის ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“ - დასძინა ფაშინიანმა.
როგორც ცნობილია, გასულ კვირას სომხეთისა და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა პირველად გამოაცხადეს წინასწარი შეთანხმება რვა სასაზღვრო სოფლის გარშემო საზღვრების დელიმიტაციის შესახებ.
მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა სრული კონტროლი დაიბრუნა არაღიარებულ მთიან ყარაბაღზე, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის პერიოდულად ხდება შეტაკებები მსხვერპლითა და დაჭრილებით.
სამშვიდობო მოლაპარაკებებს ბაქო და ერევანიც მართავენ, შეხვედრების ბოლო სერია ბერლინში გერმანიის შუამავლობით შედგა.
0
0