
ბრიუსელის პოლიციამ ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარა იმ კვარტალში, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტების ოფისებია განთავსებული, რის შედეგადაც ორი შეიარაღებული მამაკაცი დააკავეს.
ამის შესახებ სამშაბათს ბრიუსელის პროკურატურამ განაცხადა, წერს Politico.
პროკურორებმა განაცხადეს, რომ ეჭვმიტანილები, რომლებიც ფლობდნენ ცეცხლსასროლ იარაღს, მონაწილეობდნენ „ძვირადღირებული საათების გაყიდვაში“.
მედიის ცნობით, შეიარაღებული პირები ევროკომისიის შტაბ-ბინასთან ახლოს შენობაში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლებამ მინიმუმ ერთი ვერტმფრენი, ათობით პოლიცია და სახანძრო მანქანა გაგზავნა შემთხვევის ადგილზე. ორშაბათს საღამოს ტერიტორიის ნაწილი გადაკეტეს.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბრის ბოლოს, ევროკომისიის მიმდებარედ ორი ბელგიელი ჯარისკაცი დააკავეს, რომლებსაც თან საბრძოლო მასალები აღმოაჩნდათ.
0
0
მომღერალი კრის რი გარდაიცვალა
23/12/2025
გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს
23/12/2025