-share.jpg)
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული კომპანიების მიმართ, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში, დღეიდან შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.
მისივე თქმით, კომპანიებს გაფრთხილების გონივრული ვადა ამოეწურათ.
„ქვეყანაში გვაქვს 3 000-მდე აფთიაქი და 7 000 სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი ბრუნავს ბაზარზე. 15 მარტიდან ფარმაცევტულ კომპანიებს, საბითუმო იქნება თუ საცალო, ვალდებულება აქვთ, სამინისტროს გაუხსნას თავიანთი ბაზები, რათა ვნახოთ, იმპორტიდან რა ნაშთები, რა ფასები აქვთ მედიკამენტებზე. შესაბამისად, შევიმუშავეთ მექანიზმები, რაც შეიძლება ხელოვნური დეფიციტის შექმნასთან, ფასების გაზრდასთან ან რეფერენტული ფასთწარმოქმნის დარღვევასთან დაკავშირებით იყოს. ეტაპობრივად ერთვებიან კომპანიები, თუმცა გაფრთხილების ყველანაირი გონივრული ვადა გასულია. ორ კვირაზე მეტი გავიდა და ყველა კომპანიის მიმართ, რომელიც დღეის მდგომარეობით ამ გადაწყვეტილებას არ აკმაყოფილებს, დღეიდან სხვადასხვა სანქციას გამოვიყენებთ, რაც კანონით არის ჩვენთვის მონიჭებული. უფრო მკაცრი იქნება რეაგირება ამასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ ნოემბრიდან იცოდნენ კომპანიებმა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ღონისძიებები დაწყებული გვქონდა, კანონში ნოემბრის ბოლოდ ჩაიწერა, რომე ეს ვალდებულება ჰქონდათ. შესაბამისად, დეფიციტის კონტროლი იქნება თუ ფასის, ამას გაცილებით ეფექტიანად შევძლებთ. სამწუხაროდ, იმდენი უპასუხისმგებლო ფაქტები იყო ბოლო პერიოდში, რომ ყველაფერი შეიძლება ხდებოდეს, თუმცა რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
0
0