
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მოქმედებები მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე მეტყველებს.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა სახალხო დამცველის ასარჩევად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.
„სამწუხაროდ, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მხედველობაში არ მიიღო კომპრომისის საჭიროება და დღევანდელ კენჭისყრაში არ მიიღეს მონაწილეობა. ეს მეტყველებს მათ სულისკვეთებასა და ფარისევლობაზე. ფარისევლობის გამოხატულებაა მათ შორის ის, როდესაც ჩვენი გმირი პატრიარქი, წმინდა პატრიარქი გახატია გულზე და ამ დროს, ლამის ყოველდღიურ რეჟიმში ეკლესიას აგინებ. ფარისევლობის გაგრძელება იყო ის, როდესაც საუბრობ ევროკავშირზე და მხარს არ უჭერ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული კანდიდატის სტატუსის მიღებასთან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.
0
0