
შემზარავი ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ზუგდიდში, დევნილთა ერთ-ერთ დასახლებაში მოხდა, ადგილობრივებს საუბარი უჭირთ.
როგორც ცნობილია, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული 50 წლამდე მამაკაცი, გოგონას ოჯახის მეზობელია.
“სფეისნიუსმა” შემზარავი დანაშაულის დეტალები გაარკვია:
ამ დროისთის, საცხოვრებელი ბინა, სადაც მამაკაცი ცხოვრობდა, დაკეტილია.
მეზობლებს თემაზე საუბარი უჭირთ.
„სავრაუოდოდ, ფაქტს სისტემატური ხასიათი ჰქონდა“, - ამბობენ "სფეისნიუსთან" ადგილობრივები.
მამაკაცი, სავარაუდოდ, მარტო არ ცხოვრობდა და პერიოდულად ოკუპირებულ აფხაზეთში გადადიოდა.
ბრალდებული მამაკაციც დევნილია.
შეგახსნენებთ, ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით, 50 წლის კაცი დააკავეს.
ფაქტი მას შემდეგ გახმუარდა, რაც დედამ ბავშვი, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გაირკვა, რომ ბავშვი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია.
ბრალდებული უკვე დაკავებულია.
ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მხულით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის დანაშაულს გულისხმობს.
0
0