
ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას კრიმინალურად და ეს არის დასტური, თუ როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ივანიშვილი მართავს ამ ქვეყანას კრიმინალურად და ეს არის დასტური, თუ როგორ მოიპოვა ბაჩიაშვილი, რომელიც აღმოჩნდა სინამდვილეში ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლში. თუ ბაჩიაშვილის ექსტრადიცია ოფიციალურად მოხდა, რატომ არ გადმოსცეს ის ოფიციალურად ქართველ სამართალდამცველებს? თუ ეს იყო კრიმინალური ხერხებით მოპოვება, რაზეც მიუთითებს ბაჩიაშვილის აღმოჩენა სასაზღვრო პუნქტებს შორის მწვანე ზოლში, ეს არის დასტური იმისა, რომ ივანიშვილი ამ ქვეყანას მართავს კრიმინალურად და ამ კრიმინალურ მმართველობაში ჩართული ჰყავს საერთაშორისო ქსელები, რომლებთანაც წლებია თანამშრომლობს“, - განაცხადა მან.
ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სუს-მა 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილი დააკავა.
„თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი გენერალური დირექტორი, "ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებაშია მსჯავრდებული და მას 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამასთან, მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს.
ბაჩიაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი "მტკვარი ჰესის" საქმეზეც საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
0
0
საბურთალოზე მამაკაცი დაჭრეს
28/05/2025