
საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი აცხადებს, რომ ევროპის ყველა ქვეყანა მიიღებს ეტაპობრივად კანონს, რომელიც აღრიცხავს უცხოური დაფინანსების წყაროებს.
"არა მხოლოდ ახალგაზრდებზე არნახული წნეხი იყო, იყო ზრდასრულ ადამიანებზეც წნეხი, რომელსაც ზოგიერთმა მათგანმა სამწუხაროდ ვერც კი გაუძლო.
ფაქტმა, რომ ჩვენ საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, ჩემი აზრით საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ამ გამოცდილებით ვმსჯელობ, რაც მაქვს, იქნება დასანანი და სანანებელი.
ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს და თუ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის, თუ არა და კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ცნობისთვის: ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობოებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროგაერთიანების გარედან შემოსული დაფინანსება - წერს გამოცემა "პოლიტიკო", სამ წყაროზე დაყრდნობით.
როგორც მედიასაშუალება განმარტავს, დაგეგმილი კანონპროექტი, რომელზეც მუშაობა ჯერ საწყის ეტაპზეა, ეხმაურება ანალოგიურ ამერიკულ და ავსტრალიურ კანონებს.
კანონპროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს. სტატიაში ნახსენებია საქართველოც, რომ მსგავსი კანონპროექტი ხალხმა მტკიცედ უარყო, რომ ეს კანონპროექტი, აღიქმებოდა, როგორც რუსული მაგალითის მიხედვით სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მცდელობა და მასობრივი პროტესტის შემდეგ ის უკან გაიწვიეს.
0
0
რუსეთის პრეზიდენტი სექტემბერში ჩინეთში ჩავა
11/05/2025