
“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სტრასბურგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ნიკა მელიამ საქართველოს წინააღმდეგ საქმე წააგო:
“ნუგზარ ფოფხაძე” ხარო, არ დასძახის უგულავა ევროსასამართლოს? 
ჩვენ რომ პოლიტიკურ შეცდომად შევაფასეთ მელიას მოქმედება, გამოხტა და ნუგზარ ფოფხაძეები გვიძახა (მისი ძალის, ანუ ფულის წყარო ასეთ განწყობაზე იყო მაშინ).
ახლა ფაქტია, რომ მელიას შეძახილმა ქოცები გააძლიერა - ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაც ქოცებს აძლიერებს.
გონებასუსტობის და სიხარბის კომბინაცია ამ შედეგს გაძლევს - უგებს ნაღდი ოლიგარქი ალიექსპრესის ოლიგარქს.
ამიტომ ვისაც ბიძინას დამარცხება გვინდა, ხარბი ჭკუასუსტები პოლიტიკურ ელიტას უნდა ჩამოვაცილოთ." - წერს ჩერგოლეიშვილი.
0
0
ფაშიზმზე გამარჯვებიდან 81 წელი შესრულდა
09/05/2026