მთავარი არის ღირებულებების დაცვა, ერთის მხრივ მშვიდობის უზრუნველყოფა. ასევე იმ პოლიტიკური პარტიისა და ჯგუფების ვინც არიან მხილებული ქვეყნის ღალატში მათთვის სამართლებრივი შეფასების მიცემა, ვინაიდან ეს ყველაფერი შექმნის საუკეთესო გარანტიებს იმისათვის, რომ ქვეყნის განვითარებას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, და მშვიდობის მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფას საფრთხე აღარასდროს აღარ დაემუქროს ჩვენს ქვეყანაში, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა.
„ფაქტი არის ერთი, რომ რადიკალური ოპოზიცია არის ყველაფრის მკადრებელი და ყველაფერზე წამსვლელი. მათ სინამდვილეში არც ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობა ადარდებთ, არც ტერიტორიული მთლიანობა და არც იმისი ინტერესი აქვთ, რომ ეს ქვეყანა სწორად ვითარდებოდეს. ერთადერთი რა ინტერესიც გააჩნიათ მათ, ეს არის ქაოსის, ცილისწამების და სიბინძურის ინტერესი.“ –განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
0
0