ფაქტებზე, რომლებზეც ტალიავინმა ისაუბრა, „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი, ისინი ოკუპაციას ამართლებენ, როგორც ტალიავინის დასკვნაზე, ასევე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ხელმოწერით, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, რომ არა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მოგებული სასამართლო პროცესები ჰააგასა და სტრასბურგში, არავინ იცის, რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო.
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება, უპირველეს ყოვლისა, არის ფაქტების კონსტანტირება. ზუსტად ამ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზედაც ტალიავინმა ისაუბრა, „ნაცმოძრაობას“ ხელი აქვს მოწერილი. ანუ პრაქტიკულად, „ნაცმოძრაობა“ საქართველოში რუსეთის შემოსვლასა და ოკუპაციას ამართლებს როგორც ტალიავინის დასკვნაზე ხელმოწერით, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაზე ხელმოწერით.
აი, ეს რეალობა დადგა და ამ რეალობის უკან რა პროცესები იდგა ,რასაკვირველია ეს გამოსაძიებელიც არის და კიდევ დამატებითი მასალებია ამ თემაზე მოსაპოვებელი. რომ არა „ქართული ოცნების“ მოსვლა ხელისუფლებაში, რომ არა სტრასბურგსა და ჰააგაში ჩვენს მიერ მოგებული საქმეები, პრაქტიკულად რა სამართლებრივ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა საქართველო, ეს არავინ უწყის. რამ განაპირობა ეს პროცესი, რამ განაპირობა ასეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელსაც სხვა არაფერი ჰქვია თუ არა მოღალატეობრივი ნაბიჯები. ეს არის თემა, რაზედაც პოლიტსაბჭომ ყურადღება გაამახვილა თავის განცხადებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
0
0