20/07/2022
15:51
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის დელეგაციასთან შეხვედრაზე მმართველი პარტია აპირებს მტკიცებულებების დონეზე განმარტოს, ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის - არა.
„ხვალ მაქვს შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, ვისაუბრებთ ყველა თემაზე, მათ შორის ჩვენს გეგმაზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით. შევეხებით დეოლიგარქიზაციის თემასაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა. ჩვენ გავაცნობთ მათ რეალურ სიტუაციას, მტკიცებულებების დონეზე, თუ ვის შეიძლება მიესადაგოს ოლიგარქის უკრაინული ცნება და ვის - არა. ფაქტებით არის დადასტურებული, რომ ეს ბიძინა ივანიშვილს არ მიესადაგება. ერთია თანხა, მაგრამ არის სხვა კრიტერიუმებიც - მედიაზე გავლენა, პოლიტიკაზე გავლენა, რაც არ არის სახეზე. ოლიგარქის ცნება მიესადაგება არაერთ ისეთ პირს, რომელიც აფინანსებს ოპოზიციას“, - აცხადებს კობახიძე.
0
0