06/11/2021
23:25
სამართალი
„დილის შემოწმებიდან გამათავისუფლეს, რადგან უკვე ფიზიკურად ვერ ვდგები. დილიდან განსაკუთრებულად სუსტად ვარ. ანალიზებში კრიტიკული მონაცემების დავარდნის გამო კალიუმი გადამისხეს ორჯერ და პირველად ცხოვრებაში, მქონდა ჰიპერტონიული კრიზი. ექიმები ძალიან ყურადღებიანები არიან ისევე, როგორც რეანომობილის ბრიგადა, მაგრამ მათი რესურსები შეზღუდულია. ამდენ ლაყბობას, ერთხელ გამომიყვანონ ტელეკამერების წინაშე და ხალხი თვითონ მიხვდება ჩემ მდგომარეობას. მე არ ვიცნობ ისტორიაში ასეთ მაგალითს, რომ რომელიმე ქვეყნის ხელისუფალს თავისი მოწინააღმდეგის ვიზუალის და ხმის ასე ეშინოდეს. აპირებენ უხმაუროდ, ჰაერით გადაყვანას. ზუსტად ისე, როგორც მომექცა პოროშენკო 2018-ში, ჩვენს უკრაინელ მომხრეებს რომ არ გავეთავისუფლებინე.
ფანჯრიდან ჩემი გამოხედვის და ხელის დაქნევის შემდეგ მგონი, ციხის დირექტორი მოხსნეს, ვინაიდან მას შემდეგ აღარ მინახავს. უკრაინელმა ომბუდსმენმა, რომელიც ავტორიტეტული ფიგურაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, მიმართა ევროპარლამენტს, რომ რაც ჩემს მიმართ გამოიყენება, ეს არის კლასიკური წამება. მე ვიცი რას დავუპირისპირდი - ბოროტებას, სუფთა სახით. ბოროტებაა, როცა სხვას უსურვებ სიკვდილს. ჩვენ ვერ შევიყვარებთ ივანიშვილის ჯგუფს, მაგრამ უნდა ვისწავლოთ წითელი ხაზების ვერგადაკვეთა“, - ამბობს ინტერვიუში სააკაშვილი.
0
0