
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში აპირებს, ტრამპის მოძრაობასთან – „გახადე აშშ ისევ დიადი“ (Make America Great Again) დაკავშირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები და ანალიტიკური ცენტრები დააფინანსოს.
როგორ ბრიტანული გამოცემა წერს, ვაშინგტონი ამ გზით ეცდება ტრამპის ადმინისტრაციის პოზიციის წინ წაწევას. სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი სარა როჯერსი დეკემბერში იმყოფებოდა ევროპაში და შეხვდა რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელს. მათ შორის მოლაპარაკებები შედგა პარტია Reform UK- ის ლიდერს ნაიჯელ ფარაჯს. ის ასევე იმყოფებდოა პარიზში, რომსა და მილანში. „ფაინენშალ თაიმსი“ ამ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენლებსაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ევროპაში შეხვდა, ულტრამემარჯვენეს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მათი შეხედულებები თანხვედრაშია აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიციასთან, რომ ევროპული ცივილიზაცია განადგურების საფრთხეშია.
„ეს ინიციატივა, სავარაუდოდ დაბნეულობას გამოიწვევს ვაშინგტონის მოკავშირეებს შორის, განსაკუთრებით კი ცენტრისტულ-მემარცხენე მთავრობებში, როგორიცაა ლეიბორისტები დიდ ბრიტანეთში, რომლებსაც შეაშფოთებთ, რომ აშშ-ის დაფინანსება მათი პოლიტიკის შერყევისთვის იქნება გამოყენებული“, – წერს „ფაინენშალ თაიმსი“.
გამოცემის ცნობით, ახალი პროგრამა გააგრძელებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრაქტიკას, რაც ვაშინგტონის დღის წესრიგის წინ წასაწევად საჭირო პროექტების დაფინანსებას გულისხმობს. ეს პროექტები ფოკუსირებული იქნება ინიციატივებზე ლონდონში, პარიზში, ბელინსა და ბრიუსელში.
0
0