
აშშ-ის ადმინისტრაციამ ირანთან ომის განმავლობაში ამოწურა წლების განმავლობაში არსებული კრიტიკული იარაღი და საბრძოლო მასალა, განსაკუთრებით შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები, – ამის შესახებ ინფორმაციას „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.
გამოცემის წყაროების განცხადებით, შეიარაღების სწრაფი შემცირება პირველ რიგში, „ტომაჰავკის” ტიპის რაკეტებს შეეხო. სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის შეფასებით, ომის პირველი 100 საათის განმავლობაში შეერთებულმა შტატებმა 168 „ტომაჰავკი“ გამოიყენა.
„ეს „ტომაჰავკის“ კოლოსალური დანახარჯია. საზღვაო ძალები ამ დანაკლისს წლების განმავლობაში იგრძნობს“, – აცხადებს ერთ-ერთი წყარო.
„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, პენტაგონი უახლოეს დღეებში ოფიციალურ მოთხოვნას გაგზავნის თეთრ სახლსა და კონგრესში სამხედრო საჭიროებებისთვის 50 მილიარდ დოლარამდე დამატებითი დაფინანსების მოსაპოვებლად, თუმცა, როგორც გამოცემა აღნიშნავს, ირანთან ომის დაფინანსების ნებისმიერი კანონპროექტი სავარაუდოდ წინააღმდეგობას გამოიწვევს, როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ასევე სენატში.
0
0