06/04/2024
10:18
პოლიტიკა
Facebook-ის სხვადასხვა გვერდზე, მათ შორის მედიასაშუალებების ოფიციალურ გვერდებზე, დაბლოკეს საინფორმაციო ბანერები, რომელიც წარმოადგენდა „ქართული ოცნების“ პასუხს “რადიკალური ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სიცრუეზე გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით”. - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აცხადებენ. ინფორმაციას “იმედინიუსი” ავრცელებს.
მათივე თქმით, სტილი ზუსტად იგივეა - როგორც „ნაცმოძრაობის“ დროს ვერაფერს უხერხებდნენ სიმართლეს და ერთადერთი გადაწყვეტა იყო საინფორმაციო საშუალების ჩახშობა, ზუსტად იგივე მეთოდი გამოიყენეს ახლაც.
“როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა არა პასუხის გაცემისკენ, არამედ ინფორმაციის წაშლისკენ მიმართეს, რაშიც ისინი მარტოებიც არ უნდა იყვნენ და რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ამით სოციალურ ქსელებში ტრაბახობენ კიდეც.” - ამბობენ “ქართული ოცნების” მხარდამჭერები.
“როგორც ცნობილია, Facebook-ზე საინფორმაციო ბანერების გაქრობა უკავშირდება რადიკალებისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს, რომლებსაც ლობისტების მეშვეობით აქვთ მოპოვებული ვერიფიკაცია საერთაშორისო ფაქტჩექერში.” - წერს “იმედინიუსი”.
იხილეთ ბანერი:
0
0