
"F*** YOU PUTIN” - უკრაინელმა მოდელმა ალინა ბაიკოვამ 2023 წლის კანის კინოფესტივალზე თამამი განცხადება სამოსით გააკეთა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომს უკავშირდება. ალინას წითელ ხალიჩაზე მოკლე კაბა უკრაინის დროშების ფერებში ეცვა, რომელზეც იყო ეს უცენზურო წარწერა.
აღსანიშნავია, რომ 34 წლის მოდელი ადგილიდან დაცვის ხუთმა თანამშრომელმა გაიყვანა.
ირანში დაბადებულმა მოდელმა მაჰლაღა ჯაბერიმ კი საკუთარი სამოსით ირანში მასობრივი სიკვდილით დასჯა დაგმო. კერძოდ, მის შავ კაბას, საყელოს ნაცვლად, მარყუჟი სახის შესაკრავი ამშვენებდა. ჯაბერი წითელ ხალიჩაზე სწორედ ამ კაბით პოზირებდა.
კრიტიკოსებმა ორივე სტუმრის სამოსი პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს.
წყარო: marao.ge
0
0
მარკო რუბიო სერგეი ლავროვს შეხვდება
10/07/2025
თბილისში, საბურთალოზე კაცი დაჭრეს
10/07/2025