21/08/2023
14:59
მსოფლიო
ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსის შონ ბელის შეფასებით, უკრაინისთვის ახლახანს დაპირებული F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდება "დიდი წინგადადგმული ნაბიჯია", რადგან პრეზიდენტი ზელენსკი იმედოვნებს, რომ ამგვარად უკრაინის საჰაერო სივრცეს გააკონტროლებს, მაგრამ მათი გამოყენება შეიძლება გარკვეული დროით გაჭიანურდეს.
„სწრაფად მიწოდების შემთხვევაშიც კი, საბჭოთა კავშირისდროინდელ რეაქტიულ თვითმფრინავებზე გაწვრთნილ უკრაინელ პილოტებს ფენომენალურად უნარიანი მოიერიშე თვითმფრინავის საფუძვლიანად მართვისთვის გარკვეული დრო დასჭირდებათ. უკრაინელები ომში ამ თვითმფრინავების გამოყენებას, ალბათ, მომავალი წლის დასაწყისში შეძლებენ.
დასავლური თვითმფრინავების მართვის მეთოდი [საბჭოთა დროინდელი თვითმფრინავებისგან] სრულიად განსხვავებულია. ამ სამხედრო თვითმფრინავების, განსაკუთრებით თავდაცვითი სისტემების, რაკეტების, რადარების ოპერირება მათი მართვის სირთულეს ადასტურებს,“ - თქვა შონ ბელმა.
ექსპერტი ასევე აღნიშნავს, რომ მხოლოდ პილოტების ტრენინგი საკმარისი არ არის, რადგან სახმელეთო ეკიპაჟს, ინჟინრებსა და კონტროლიორებს (სანამ ისინი განლაგდებიან) ასევე დასჭირდებათ თვითმფრინავის სპეციფიკის გაგება.
0
0
დღეს ალავერდობაა
28/09/2024