შვედეთში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2024-ის გამარჯვებული გამოვლინდა. გამარჯვებული ქვეყანა შვეიცარია გახდა – Nemo სიმღერით The Code, რომელმაც, ჯამში 591 ქულა მიიღო. შესაბამისად, მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება.
საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა შვეიცარიას ერგო.
საქართველოდან ჟიურის ქულები შემდეგნაირად გადანაწილდა:

საქართველომ ჟიურის ქულები შემდეგი ქვეყნებიდან მიიღო: 7 ქულა – აზერბაიჯანისგან, 2 ქულა – მალტასგან, 2 ქულა – ისრაელისგან, 1 ქულა – ნორვეგიისგან, 3 ქულა კი სომხეთისგან.
მაყურებლისგან კი 19. საერთო ჯამში 34 ქულით საქართველოს 21-ე ადგილზე გავიდა.
ევროვიზია 2024-ის ფინალში ჯამში 26 ქვეყანა წარდგა: საქართველო, შვედეთი, უკრაინა, გერმანია, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, ისრაელი, ლიეტუვა, ესპანეთი, ესტონეთი,ირლანდია, ლატვია, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, იტალია, სერბეთი, ფინეთი, პორტუგალია, სომხეთი, კვიპროსი, შვეიცარია, სლოვენია, ხორვატია, საფრანგეთი და ავსტრია.
კონკურსის წესების მიხედვით, ნახევარფინალიდან ფინალში გადასვლას მხოლოდ მაყურებელი წყვეტდა და ჟიური არ მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალურ შოუზე კი, ხალხთან ერთად, ჟიურიც მონაწილეობდა ხმის მიცემაში.
ფინალური შედეგები შემდეგნაირად გამოიყურება:

საქართველოს პირველი არხი
0
0
ლევან გაჩეჩილაძეს დღეს დაკრძალავენ
23/08/2025