09/09/2022
11:48
ეკონომიკა
ევროში გადარიცხვის კუთხით საქართველო რა თქმა უნდა, მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში საქართველოს გასაწევრიანებლად მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ამორჩეულ პრიორიტეტს, რომ ქვეყანა გახდეს მათ შორის საფინანსო მომსახურების ჰაბი.
„ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს საქართველოს ამორჩეულ პრიორიტეტს, რომ ქვეყანა გახდეს მათ შორის საფინანსო მომსახურებით ჰაბი და საქართველოში მოვიზიდოთ საერთაშორისო საფინანსო კომპანიები, რომლებიც საფინანსო მომსახურებას გაუწევენ საერთაშორისო მომხმარებლებს. ევროში გადარიცხვის კუთხით საქართველო რა თქმა უნდა, მიმზიდველი იქნება მეზობელი ქვეყნების ბანკებისთვის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
0
0