
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში კვლავ მეორდება პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ზურაბ ჯაფარიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა.
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოზე. სამი ადამიანი იყო მხოლოდ წინააღმდეგი, აქაური „ქოცები“, დანარჩენი, ფაქტობრივად ერთხმად გავიდა. რაც მნიშვნელოვანია, არის ის, რომ რეფერენცია არის წინა რეზოლუციაზე, რომელიც საკმაოდ ვრცელი ტექსტი იყო. კვლავ მეორდება პოლიტპატიმრების, ყველას გათავისუფლების მოთხოვნა, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, მათ შორის არის კრიტიკა ყველა იმ რეპრესიული ბრჭყალებში რეგულაციის, რომელიც მიიღო „ოცნებამ“ წინა რეზოლუციის მიღების შემდეგ დღევანდლამდე. ეს ეხება შემზღუდავ ზომებს, მათ შორის კრიტიკული მედიისადმი, აქციებში მონაწილეებისადმი, პოლიტიკური ოპოზიციისადმი, ისევე როგორც არასამთავრობო სექტორისადმი. არის ცალკე ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით, რომ რეჟიმი თუ გადაწყვეტს, მაინც გამოაგზავნოს საპარლამენტო დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, მათი უფლებამოსილების ცნობა არ მოხდება. ცოტა უფრო დიპლომატიური ენით წერია, მაგრამ შინაარსი არის ეს“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18/04/2025