-share.jpg)
ევროპის საბჭომ ხუთშაბათს გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მისი წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების შესახებ.
დოკუმენტში, კერძოდ, ნათქვამია, რომ გასული წლის ბოლომდე ევროსასამართლოს ექვსი ათასზე მეტი გადაწყვეტილების აღსრულება იყო მოსალოდნელი, მათგან 2352, ანუ დაახლოებით 40% იყო რუსეთში. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც მონიტორინგს უწევს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას, გასულ წელს მიიღო 413 ევროპული სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება, რომელთაგან მხოლოდ სამი შესრულდა.
რუსეთი, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციას გადაიხდის 1102 საქმეში, ხოლო რუსეთის ხელისუფლების მიერ გადაუხდელი კომპენსაციის ჯამური ოდენობა აღემატება 2 მილიარდ ევროს, საიდანაც 1,8 მილიარდზე მეტი კომპენსაციაა "იუკოსის" საქმეზე, ხოლო 10 მილიონი - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" საქმეზე. საუბარია 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის კომპენსაციის გადახდაზე.
„ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთის ხელისუფლებას, მიუხედავად 2021 წლის 17 დეკემბერს ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისა, რომელიც ითვალისწინებს სამართლიანი გადახდის დაკმაყოფილებას (საქმეში საქართველო რუსეთის წინააღმდეგ) ევროპის საბჭოს საბანკო ანგარიშის მეშვეობით, 2022 წლის ბოლოსთვის გადახდა არ უფიქსირდება“ - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა წევრი ქვეყნების ხელისუფლებებს მოუწოდა, „შეისწავლონ ყველა შესაძლო გზა ამ საქმის აღსრულების უზრუნველსაყოფად“.
ორგანიზაციის სამდივნოს დაევალა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ყველა სახელმწიფოთაშორის საქმეზე სამართლიანი დაკმაყოფილების რეესტრის შექმნა და გამოქვეყნება, ასევე მისი რეგულარულად განახლება.
0
0
შინდისის ბრძოლიდან 17 წელი გავიდა
11/08/2025