
მინდა დაგარწმუნოთ ყველა, რომ ევროკომისია გააკეთებს მაქსიმუმს ყველა იმ განზომილებაზე, რომელიც ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს ევროკომისიის წინადადებები და მათ შორის ის 50 მილიარდი ევრო, რომელიც უკრაინის ფინანსური სტაბილურობისთვისაა აუცილებელი, - ამის შესახებ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა განაცხადა.
„ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ უკრაინა მზად იყოს მოლაპარაკებების გასახსნელად და მოგვიანებით ევროკავშირის წევრობისთვის. უნდა ვაღიაროთ, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს. ძალიან ძლიერი და მკაფიო სიგნალი უნდა გააგზავნოს ევროპულმა საბჭომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან, მაგრამ ასევე ამ უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებაში მოლდოვაში და საქართველოში, ასევე დასავლეთ ბალკანეთში.
მე სრულად გეთანხმებით, რომ გაფართოება არ უნდა იყოს ევროპულ ინსტიტუტებში მიმდინარე რეფორმების მძევალი. დასკვნა ძალიან მარტივია. უნდა ვიმუშაოთ თანაბარი ძალებით ორივე მიმართულებით. ევროკომისია ყოველთვის არის ცვლილების მომხრე, მათ შორის ხელშეკრულებებში ცვლილებების, რაც უზრუნველყოფს რომ ევროკავშირი უფრო მდგრადი, უფრო დემოკრატიული, უფრო ეფექტიანი იყო გადაწყვეტილებების მიღების დროს. გეოპოლიტიკური ცვლილებები დღეს მოგვიწოდებს სათანადო პასუხი ჰქონდეს ევროკავშირს. ბოლო 2 წელმა აჩვენა, რომ შეგვიძლია უზრუნველყოფილი იყოს ერთობა და ეს ეხება ომს, კოვიდპანდემიას და ენერგოკრიზისს, ინფლაციას. ისტორია მხრებზე გვაწვება და ისტორიის ზარს უნდა ვუპასუხოთ შესაბამისად“, - განაცხადა შეფჩოვიჩმა.
0
0