
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ გმობს აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონისა და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხი წარმომადგენლის დასანქციერებას.
„ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი სამოქალაქო და თანამდებობის პირების წინააღმდეგ გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას. ასეთი ზომები არ არის მიღებული მოკავშირეებში, პარტნიორებსა და მეგობრებში. ევროკავშირი მყარად იცავს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ციფრულ სფეროში სამართლიან წესებს და საკუთარ რეგულატორულ სუვერენიტეტს“, - წერს კოშტა.
ცნობისთვის, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ყოფილ ევროკომისარს ტიერი ბრეტონს და დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციების ოთხ წარმომადგენელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლა აუკრძალა. აშშ სანქცირებულებს ადანაშაულებს ამერიკული პლატფორმების იძულებითი ცენზურის, დემონეტიზაციისა და მათთვის მიუღებელი ამერიკული მოსაზრებების ჩახშობისკენ მიმართული ძალისხმევის ორგანიზებაში.
0
0