
იტალიამ, საფრანგეთის შემდეგ, გააძლიერა უსაფრთხოების ზომები რუსეთში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, რაზეც პასუხისმგებლობა ISIS-ის ფილიალმა აიღო. ამის შესახებ AP იუწყება.
იტალიაში, ორშაბათს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გადაწყდა უსაფრთხოების ზომების გაძლიერება აღდგომამდე, ვნების შვიდეულში, რომელიც მომდევნო შაბათ-კვირას აღინიშნება.
ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლება გააძლიერებს როგორც მეთვალყურეობას, ასევე ინსპექტირებას, „უდიდეს ყურადღებას დაუთმობს ხალხის მასობრივი თავმოყრის ადგილებში, ასევე მგრძნობიარე ობიექტებზე“.
შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს, პიკნიკის ჯგუფის კონცერტის დაწყებამდე შეიარაღებულმა ჯგუფმა ქალაქ კრასნოგორსკის საკონცერტო დარბაზში ავტომატებიდან ცეცხლი გახსნა. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ტერორისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო, რომლის დროსაც, სულ მცირე, 137 ადამიანი დაიღუპა.
0
0