
ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლებაა, ხალხი აჯანყდეს, ხალხი აჯანყდა, – ამის შესახებ ამის შესახებ პარტია „კანონისა და სამართალის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, დღეს ყველა პარტია, ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს.
„კოქტეილის სროლა კი არ ნიშნავს რევოლუციას, რევოლუცია ზუსტად ამ რაოდენობის ხალხს ნიშნავს. ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ და ასე იმიტომ დავდივართ. საბოლოოდ თუ მივხვდებით, რომ რაღა დროს პოლიტიკოსების სადმე არყოფნაა და რა დროს დაცალკევებაა, დღეს ყველა პარტია, ერი და ბერი უნდა გაერთიანდეს, ქაშუეთს ბოქლომს კი არ უნდა ადებდნენ. პოლიტიკოსები, პარტიები, ყველა, ვინც არის, უნდა გაერთიანდეს, ერთ მუშტად ვიქცეთ, რომ საქართველო გამოვგლიჯოთ რუს პუტინის ოლიგარქს. დღეს იქნება კენჭისყრა, ამათ კანონის გატანა უნდათ. ესენი უკან ვერ იხევენ. კორუფციას შემთხვევით არ ვახსენებ. იმ დამუშავებული ინფორმაციით, რაც გვაქვს, სწორედ ის ქონებაა, რის გამოც გადაფარებული, ჩაფლული არიან კორუფცუაში და ვერ გამოდიან. ესენი აუცილებლად მიიღებენ ფარად მშვიდობიან რევოლუციას“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
0
0