ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენციამ (COSAC) ერთობლივი განცხადება მიიღო, რომელში საქართველოზეცაა საუბარი.
„COSAC-ი მხარს უჭერს [ევროკავშირის] გაფართოების პროცესს, როგორც გეოსტრატეგიულ ინვესტიციას მშვიდობის, უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობისთვის. COSAC-ი მიესალმება ევროკომისიის წინადადებების შემუშავების დასრულებას უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებების ჩარჩო პროექტის შესახებ, რომელიც ექვემდებარება ევროპული საბჭოს მხრიდან დამტკიცებას და მოუწოდებს საქართველოსთან, გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისთვის მუშაობის დაწყებისკენ, დამსახურებაზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად. იგი მოუწოდებს წევრობის კანდიდატ ქვეყნებს, ევროკავშირის დახმარებით გააძლიერონ რეფორმებისთვის ძალისხმევა, კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესაბამისად, განსაკუთრებით კანონის უზენაესობის სფეროში“, - ნათქვამია დოკუმენტში.
COSAC-ი კვლავ აფიქსირებს თავის ურყევ მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისადმი.
0
0