
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ტელეარხ Newsmax-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნების პოლიტიკური ელიტა ცდება იმაში, რომ მათთვის მთავარ საფრთხეს რუსეთი ან ჩინეთი წარმოადგენს.
მისი თქმით, ევროკავშირს საფრთხეს თავისი შიდა პრობლემები უქმნის.
"უნდა ვაღიაროთ, რომ ჩინეთი და რუსეთი ევროპისთვის მთავარ საფრთხეს არ წარმოადგენს. მთავარი საფრთხე მისი შიდა პრობლემებია: მიგრაციის პოლიტიკა, ევროპის კულტურული ბაზის განადგურება, ეკონომიკური პოლიტიკა, კონკურენტუნარიანობის შემცირება. ევროპული ქვეყნები მილიარდობით ღირებულების რუსულ გაზს ყიდულობენ, მაშინ როცა მათი ლიდერები კვლავ იმეორებენ, რომ რუსეთი მთავარი საფრთხეა მსოფლიოსთვის", - განაცხადა ვენსმა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ევროპელი მოკავშირეები თავდაცვაზე მშპ-ს 1%-ს ხარჯავენ, ხოლო შეერთებული შტატები - 3-4%-ს.
0
0