
ევროპის უსაფრთხოება წარმოუდგენელია თურქეთის გარეშე, ანკარას იმედი აქვს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის განვითარებაზე. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"ჩვენ მივიჩნევთ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს ჩვენს სტრატეგიულ პრიორიტეტად. ევროპისთვის სულ უფრო შეუძლებელი ხდება გადარჩენა, როგორც გლობალურ მოთამაშეს, თურქეთის გარეშე. ევროპის უსაფრთხოება თურქეთის გარეშე წარმოუდგენელია", - თქვა ერდოღანმა თურქეთში აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრაზე.
მანამდე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ თურქეთმა დაასრულა ევროკავშირთან მუშაობა სავიზო რეჟიმის გამარტივების 66 კრიტერიუმზე, დარჩენილია ექვსი. მისი თქმით, ვიზალიბერალიზაცია ჯერ არ არის მიღწეული, ანკარა აგრძელებს მუშაობას იმ დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად, რომლებსაც თურქეთის მოქალაქეები აწყდებიან შენგენის ვიზის მიღების პროცესში.
0
0
იაპონიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
04/03/2025