
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს პირველად მიიღო გადაწყვეტილება აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ. ინფორმაციას ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჯგუფის „აგორას“ ხელმძღვანელი პაველ ჩიკოვი თავის ტელეგრამის არხზე ავრცელებს.
უფლებადამცველების თქმით, საქმის ფაქტები 2001-2003 წლებით თარიღდება, საჩივრები კი სტრასბურგში 2004 წელს შევიდა. განმცხადებლებს ოცი 20 წელი მოუწიათ ლოდინი.
პირველ მომჩივანს, ლევან მამასახლისს, თევზაობისას ხელყუმბარა მოხვდა. აფეთქება აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურმა შენიშნა. განმცხადებელი დააკავეს და ბრალი წაუყენეს იარაღის უკანონო შენახვა-ტარებაში, დივერსიასა და ღალატში. გავრცელებული ინფორმაციით, მან ბრალდება წამების დროს აღიარა და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მეორე მომჩივანი, გრიგოლ ნანავა, წამების შემდეგ ასევე გაასამართლეს ასაფეთქებელი ნივთიერების შენახვისა და ტერორიზმში, აცხადებენ უფლებადამცველები, რომლებიც კომენტარს აკეთებენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
პირველი განმცხადებელი გაათავისუფლეს 2008 წელს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა იმდროინდელი კომისრის თომას ჰამარბერგის მუშაობის, ხოლო მეორე 2005 წელს საერთაშორისო წითელი ჯვრის მეშვეობით.
0
0