
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია რეალურად იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკავშირდება სწორედ საქართველოსთან არასამართლიან მიდგომებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს დელეგაციის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დაბრუნებაზე როდესაც არის საუბარი, მნიშვნელოვანია, საქართველომ სამართლიანი მიდგომები დაინახოს.
„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილება იცით, როგორიც იყო და უკავშირდება სწორედ იმას, რომ არასამართლიანი მიდგომები იქნა გამოყენებული ასამბლეის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით. ეს რეზოლუციაც ერთგვარი გამეორებაა იმ რეზოლუციის, რომელიც იანვარში მიიღეს და რეალურად იმ პროცესის გაგრძელებაა, რომელიც უკავშირდება სწორედ საქართველოსთან არასამართლიან მიდგომებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის დაბრუნებაზე როდესაც არის საუბარი, მნიშვნელოვანია, დავინახოთ სამართლიანი მიდგომები და არა ის ორმაგი სტანდარტები, რომელიც ამ ბოლო დროს გამოიყენეს საქართველოსთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
0
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
18/04/2025