18/12/2024
12:33
პოლიტიკა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანის ვიზიტით და ხელისუფლების ოფიციალურ პირებთან შეხვედრით, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები დასრულდა.
„მგონი, აქ ძალიან მოკლე პასუხია საჭირო – ლეგიტიმაციაზე, რომელსაც ხელზე იხვევდნენ, საუბარი ალბათ ვეღარ გაგრძელდება, რადგან ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, სხვა ოფიციალურ პირებს. როგორც ვიცი, არჩეულ პრეზიდენტთანაც არის შეხვედრა, შეიძლება ექსპრეზიდენტთანაც, არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმაციაზე საუბარი და სპეკულაციები ამით დასრულდა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე ვიზიტით ეწვია.
ვიზიტის ფარგლებში, ალენ ბერსე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიხესთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, არჩეულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 21 დეკემბერს დასრულდება.
0
0