
საფრანგეთში ჰაერის ტემპერატურის მკვეთრ მატებას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, ძლიერი სიცხეების გამო, ქვეყნის მასშტაბით, 2 700 სკოლა დროებით დაიხურა ან დაწესებულებებში სასწავლო გრაფიკი შეიცვალა.
მეტეოროლოგიური სააგენტო Meteo France-ს ინფორმაციით, სამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში, ბორდოში, ჰაერის ტემპერატურამ 42 გრადუს ცელსიუსს გადააჭარბა. ამასთან ცნობილია, რომ ქვეყნის მასშტაბით 49 რეგიონულ ადმინისტრაციულ ოლქში საფრთხის წითელი დონე გამოცხადდა.
ესპანეთში, სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო Aemet-მა ბასკეთში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს აჭარბებს.
„როიტერი“ წერს, რომ ტემპერატურის მატებას კონტინენტზე საჰარის უდაბნოს ჩრდილოეთიდან მოძრავი ცხელი ჰაერის მასა იწვევს. მეტეოროლოგების თქმით, აღნიშნული ქმნის ე.წ. სითბურ გუმბათს, რომელიც დასავლეთ და ცენტრალური ევროპის თავზე ცხელ ჰაერს აკავებს და ტემპერატურის მატებას უწყობს ხელს.
0
0