
ევროპელ სოციალისტთა პარტიამ (PES) ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წევრობისგან გარიცხვისშესახებ, კურსის ცვლილებისა და საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
გადაწყვეტილება მიიღეს იმის მიუხედავად, რომ „ოცნებამ“ ერთ თვეზე მეტი ხნის წინ განაცხადა, რომ ისინი თავად ტოვებენ პარტიას, რადგან „იდეოლოგიური ტრანსფორმაცია (PES) მიუღებელია და შეუთავსებელია პარტიისა და ქართველი ხალხის ღირებულებებთან“.
29 ივნისს გამართულ შეხვედრაზე პარტიის ხელმძღვანელობამ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა და ამ დროს პოლიტსაბჭოს წევრებმა გაიმეორეს შეშფოთება იმ პოზიციებთან დაკავშირებით, რომლებსაც ბოლო პერიოდში ავრცელებს ქართული ოცნება და პარტიის საჯარო განცხადებები.
„PES-ის ხელმძღვანელობა მივიდა დასკვნამდე, რომ „ქართული ოცნების“ საქმიანობა და პოზიციები დიდ უთანხმოებაშია PES-ის ღირებულებებთან. ამის გათვალისწინებით, PES-ის ხელმძღვანელობის შეთავაზებაა შეწყვიტოს ყველა ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან დაუყოვნებლივ. პოლიტსაბჭოს წევრებმა გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინეს“ - აღნიშნულია განცხადებაში.
0
0
ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონია
15/06/2025